საწრეო გაერთიანება "ფარნავაზიანი"


                                  
      




... ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა


2019-2020  სასწ.წელი                                                                                       ისტორიის წრე ,, ფარნავაზიანი“


შ.პ.ს. ბათუმის ქართულ - ამერიკულ სკოლაში 2019 წლის 25 სექტემბრიდან ფუნქციონირებს ისტორიის წრე ,,ფარნავაზიანი“, რომელშიც გაწევრიანებული არიან  IX,   კლასის მოსწავლეები:

         

N
სახელი, გვარი
კლასი
შენიშვნა
1
სესილი ანთაძე                                                                                                                                              
X
2
გიორგი სურმანიძე
IX
3
გიორგი უღრელიძე
IX
4
თედო საგინაძე
X
5
მელიტა ჩხაიძე
X
6
ანრი ხალვაში
IX
7
თეა შარაშიძე
X
8
ლევან ქართველიშვილი
X
9
ლუკა მალაყმაძე
X
10
ელენე ჯაიანი
X
11
საბა ბერიძე
X
12
თეიმურაზ ჯაყელი
IX

 

                                                                                                                                                                           წრის ხელმძღვანელი:  ისტორიის მასწავლებელი - მამუკა ცაავა

წრის სახელწოდება: სახელი შეირჩა საწრეო მუშაობაში ჩართულ მოსწავლეებთან ერთად მსჯელობის საფუძველზე,სადაც წარმოდგენილ სხვადასხვა ვარიანტებს შორის გაიმარჯვა ,,ფარნავაზიანმა“.  საფუძვლად დაედო ის, რომ ლეგენდისა და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ფარნავაზი იყო პირველი ქართველი მეფე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბებაში.                                                                                                                                                                                       საწრეო მუშაობის მიზანი: წრის წევრები ძირფესვიანად შეისწავლიან საქართველოს ისტორიას. სხვადასხვა ისტორიული წყაროების დამუშავებისა და ფაქტების გაცნობის შედეგად  შეძლებენ მინი - ნაშრომების შექმნას და წრის წევრებზე (არა მარტო) გაცნობას,რაც დაეხმარება მათ სწავლების, ძიების, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

აგრეთვე,საწრეო  მუშაობის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას, მოიპოვოს და გაეცნოს ინფორმაციებს მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. წრის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა.წრეში მუშაობის შედეგად გაიზრდება მათი არეალი ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების კუთხით. ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციაში, თანამშრომლობასა და თვითრეალიზებაში.

საწრეო  მუშაობით  საქართველოს ისტორიის საგანი უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ, რათა მხოლოდ მშრალ ფაქტებზე არ იყოს ორიენტირებული. მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებზე. მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება მოსწავლეებს ღრმად და საფუძვლიანად გაეცნონ ამა თუ იმ ეპოქასა და საკითხს.მიიღონ დეტალური ინფორმაცია, რაც დაეხმარება სხვადასხვა ისტორიული მოვლენის გააზრებაში,ჩამოუყალიბდებათ  მზრუნველი, პატრიოტული დამოკიდებულება მშობლიური ქვეყნისა და მისი ისტორიის მიმართ.                                                                                                                                  საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში ისტორიის საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა.ამაღლდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ისინი გახდებიან უფრო აქტიურები.

გამომდინარე აქედან, საწრეო  მუშაობის ძირითადი მიზანია:

-         დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნისა და მშობლიური კუთხის მრავალმხრივად დანახვა-შეცნობაში,

-         მოსწავლეებს გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულისა და თანამედროვეობის მიმართ,

-         დაეხმაროს მოსწავლეებს დააკავშირონ ერთმანეთთან ფაქტები, მოვლენები და ისტორიული ეპოქა,

-         დაეხმაროს მოსწავლეებს შესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად  მუშაობის გზით, თავად აღმოაჩინონ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები,

-         დაეხმაროს მოსწავლეებს მოვლენის შედეგების დადგენასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში,

-         მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება მშობლიური კუთხის და საკუთარი ქვეყნის მიმართ,რათა გახდნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები

რესურსი:

ისტორიის სახელმძღვანელოები,ისტორიული ნარკვევები,რუკები,თაბახის პურცლები,დაფა,მარკერი, კომპიუტერი,ინტერნეტ რესურსები,პროექტორი,სხვდასხვა ავტორთა კვლევები და ისტორიული ნაშრომები.
                    
    წრის ფუნქციონირების  მნიშვნელობა და აქტუალურობა:
წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია და  აქტუალურია მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისათვის,რათა მათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა ღონისძიებებში:ვიქტორინა,კონფრენციები,ისტორიული შეჯიბრებები და სხვა.


                         წრის მეცადინეობის გეგმა


                                                     IX, X, კლასები

                             2019-2020 სასწავლო წელი

                                      I სემესტრი

               მეცადინეობის ჩატარების დრო:        ოთხშაბათი, პარასკევი -                                 16:35 სთ. -  17:35 სთ.

N
თარიღი
თემის დასახელება
საათ.რ-ბა
ჩატარების ადგილი
1
25.09
საქართველოს გეოგრაფიულ-ისტორიული დახასიათება.ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხი.
1 საათი
203-ე ოთახი
2
27.09
დიაოხი და კოლხა-პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები.
1 საათი
203-ე ოთახი
3
02.10
ასურელების, კიმერიელების,სკვითებისა და ურარტუელების შემოსევები.
1 საათი
203-ე ოთახი
4
04.10
ეგრისის სამეფო ძვ.წ. VI ს-ში, იბერია(ქართლი)  ძვ.წ. VI ს-ში. ფარნავაზისა და  ქუჯის ეპოქა.
1 საათი
203-ე ოთახი
5
09.10
ანტიკური საქართველოს რელიგია და კულტურა.
1 საათი
203-ე ოთახი
6
11.10
ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა საქართველოში.
1 საათი
203-ე ოთახი
7
16.10
ქრისტიანობის გავრცელება.
1 საათი
203-ე ოთახი
8
18.10
საქართველო V-VI საუკუნეებში. ვახტანგ გორგასალი და ქართველების ბრძოლა გარეშე დამპყრობთა წინააღმდეგ.
1 საათი
203-ე ოთახი
9
23.10
ქართლი და ეგრისი VI ს-ში. ირანელთა განდევნა საქართველოდან.
1 საათი
203-ე ოთახი
10
25.10
საქართველო VII საუკუნეში.არაბები და საქართველო.
1 საათი
203-ე ოთახი
11
30.10
არაბთა განდევნა საქართველოდან. თბილისის საამირო
1 საათი
203-ე ოთახი
12
01.11
ადრეფეოდალური საქართველო. საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდი.
1 საათი
203-ე ოთახი
13
06.11
ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების ისტორიული პირობები.
1 საათი
203-ე ოთახი
14
08.11
გაერთიანებული საქართველოს 1-ლი მეფე- ბაგრატ III.
1 საათი
203-ე ოთახი
15
13.11
ქართული კულტურა და ხელოვნება IV-X საუკუნეებში.
1 საათი
203-ე ოთახი
16
15.11
გიორგი I-ისა  და ბაგრატ IV-ს დროინდელი საქართველო.
1 საათი
203-ე ოთახი
17
20.11
საქართველო - სელჩუკების ურთიერთობა XI საუკუნეში.
1 საათი
203-ე ოთახი
18
22.11
განვითარებული ფეოდალიზმის ხანის კულტურა.
1 საათი
203-ე ოთახი
.


                                


                  ისტორიის წრის ხელმძღვანელი: მამუკა ცაავა                                                                                                                                    ---   ნოემბერი,2019 

წელი


18 ნოებერს ჩატარდა  ისტორიის წრე "ფარნავაზიანის"რიგგარეშე შეხვედრა სადაც წრის წევრებს  მიეცათ დავალებად  მოიძიონ ინფორმაცია გიორგი I-ისა  და ბაგრატ IV-ს დროინდელი საქართველოს შესახებ.





     20 ნოემბერს შეხვედრაზე ვისაუბრეთ მონღოლობაზე საქართველოში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოპოვებული ინფორმაციები. გააკეთეს ანალიზი წყაროებზე დაყრდნობით მონღოლთა ბატონობისდროინდელ საქართველოს მდგომარეობაზე.


22 ნოემბერი  ჯგუფის წევრებმა განვითარებული ფეოდალიზმის ხანის კულტურასა და ძეგლებზე წარმოადგინეს ნაშრომები და ცნობები სხვადასხვა  წყაროებიდან. მოიძიეს და წარმოადგინეს ფოტო და ვიდეო მასალა იმ პერიოდის ეკლესია-მონასტრებზე. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

ამ შეხვედრაზევე  შეჯამდა განვლილი მეცადინეობები.



22 ნოემრის შეხვედრაზე წრის წევრებმა მიმოიხილეს ფეოდალური ხანის საქართველოს კულტურის მნიშვნელოვანი მომენტები.ისაუბრეს ამ პერიოდში აშენებულ ეკლესია-მონასტრებზე,რომელთა მშენებლობითც განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხრეთი და დასავლეთი საქართველო.

Комментариев нет:

Отправить комментарий