საწრეო გაერთიანება "ჰეროდოტე"



ისტორიის წრე ,,ჰეროდოტე“


შ.პ.ს. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა

                                                                   2019-2020 სასწ.წელი                                                                                      

შ.პ.ს. ბათუმის ქართულ - ამერიკულ სკოლაში ფუნქციონირებს ისტორიის წრე ,,ჰეროდოტე“, რომელიც შეიქმნა  2019 წლის 23 სექტემბერს.  წრეში გაწევრიანებული არის  XI კლასის 10 მოსწავლე:  დიანა დარჩიძე, ალეკო კურდაძე,მარი მამუჭაძე,ნინო მითაიშვილი,ალექსანდრე ნიკოლაიშვილი,ნათია ფარტენაძე,ცოტნე ფარსენაძე,დიანა ქედელიძე,ლუკიანე ქორიძე,თარაშ ძიძიგური

                                                                                                                                                                                       წრის ხელმძღვანელი:  ისტორიის მასწავლებელი - მამუკა ცაავა

წრის სახელწოდება:  წრის  სახელწოდების შეირჩევაში აქტიურად იყვნენ ჩართული წრის წევრები და სხვადასხვა ვარიანტების წარმოდგენისა და მსჯელობის შედეგად სახელად შეირჩა  ,,ჰეროდოტე“.  სახელის დარქმევას საფუძვლად დაედო ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ,,ისტორიის მამად“ წოდებული ჰეროდოტეს დამსახურება უძველესი ცივილიზაციების და მათი ისტორიის ჩვენამდე მოტანაში.                                                                                                                                                                                        საწრეო მუშაობის მიზანი:  წრის წევრები ძირფესვიანად შეისწავლიან  1-ლი საზღვაო და სახმელეთო იმპერიების წარმოშობას.გაარკვევენ,თუ რამ შეუწყო ხელი ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილებში სახელმწიფოების,მათი ეკინომიკისა და კულტურის აღზევება-დაწინაურებას.წყაროების დამუშავებით შეისწავლიან მათი ისტორიისა და ცხოვრების  ცალკეულ, ნაკლებად ცნობილ მომენტებს. განიხილავენ და შეაფასებენ  მათ მიერ შექმნილ მატერიალურ და კულტურულ ძეგლებს, დამწერლობას, არქიტექტურას.

წყაროების დამუშავებისა და ფაქტების გაცნობა-შესწავლის  შედეგად  შეძლებენ მინი - ნაშრომების შექმნას და წრის წევრებსა და დაინტერესებულ პირებზე გაცნობას,რაც დაეხმარება მათ სწავლების, ძიების, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

საწრეო  მუშაობის უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს ისტორიის საგნისადმი მეტ პატივისცემასა და დაინტერესებას, მოიპოვოს და გაეცნოს ინფორმაციებს მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. წრის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა.წრეში მუშაობის შედეგად გაიზრდება მათი არეალი ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების კუთხით. ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციაში, თანამშრომლობასა და თვითრეალიზებაში.

საწრეო  მუშაობით  მსოფლიო ცივილიზაციის საწყისი პერიოდი  უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ, რათა მხოლოდ მშრალ ფაქტებზე არ იყოს ორიენტირებული. მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებზე,მოიძიებენ მასალებს დამხმარე სახელმძღვანელოებსა და ინტერნეტის საშუალებით. მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება მოსწავლეებს ღრმად და საფუძვლიანად გაეცნონ ამა თუ იმ ეპოქასა და საკითხს.მიიღონ დეტალური ინფორმაცია, რაც დაეხმარება სხვადასხვა ისტორიული მოვლენის გააზრებაში,ჩამოუყალიბდებათ  მზრუნველი,მეცნიერული დამოკიდებულება პირველყოფილი საზოგადოებისა და პირველი ,უძველესი ცივილიზაციების მიმართ.                                   საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში ისტორიის საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა.ამაღლდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ისინი გახდებიან უფრო აქტიურები და მოტივირებულები.

გამომდინარე აქედან, საწრეო  მუშაობის ძირითადი მიზანია:

-         დაეხმაროს მოსწავლეებს მსოფლიოს პირველი სახელმწიფოებისა და იმპერიების მრავალმხრივად დანახვა-შეცნობაში,

-         მოსწავლეებს გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ისტორიის,როგორც მეცნიერების მიმართ,

-         დაეხმაროს მოსწავლეებს დააკავშირონ ერთმანეთთან ფაქტები, მოვლენები და ისტორიული ეპოქა,

-         დაეხმაროს მოსწავლეებს შესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად  მუშაობის გზით, თავად აღმოაჩინონ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები,

-         დაეხმაროს მოსწავლეებს მოვლენის შედეგების დადგენასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში.



რესურსები:

ისტორიის სახელმძღვანელოები,ისტორიული ნარკვევები,რუკები,თაბახის პურცლები,დაფა,მარკერი, კომპიუტერი,ინტერნეტ რესურსები,პროექტორი,სხვდასხვა ავტორთა კვლევები და ისტორიული ნაშრომები.

           წრის ფუნქციონირების  მნიშვნელობა და აქტუალურობა:

წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია და  აქტუალურია მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისათვის,რათა მათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა ღონისძიებებში:ვიქტორინა,კონფრენციები,ისტორიული შეჯიბრებები და სხვა.




წრის მეცადინეობის გეგმა


XI კლასი

2019-2020 სასწავლო წელი

I სემესტრი

მეცადინეობის ჩატარების დრო:        ორშაბათი. 16:40 საათი - 17:40 საათი


              

N
თარიღი
თემის დასახელება
საათების რ-ბა
სამუშაო ადგილი
1
23.09.19
უძველესი ადამიანები.გვაროვნული და თემური წყობილება.
1 საათი
201-ე ოთახი
2
30.09.19
სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები და სახელმწიფოს მახასიათებლები.
1 საათი
201-ე ოთახი
3
7.10.19
ძველესი სამდინარო ცივილიზაციები და სახმელეთო იმპერიები.
1 საათი
201-ე ოთახი
4
14.10.19
უძველესი დამწერლობის წარმოშობის კერები და მათი მნიშვნელობა.
1 საათი
201-ე ოთახი
5
21.10.19
საზღვაო-საქალაქო ცივილიზაციები.ბერძენ - სპარსელთა ომები.
1 საათი
201-ე ოთახი
6
28.10.19
მაკედონელის ეპოქა.ელინიზმი და ელინისტური სახელმწიფოები.
1 საათი
201-ე ოთახი
7
4.11.19
რომაული დაპყრობები.
1 საათი
201-ე ოთახი
8
11.11.19
რომის იმპერია და საქართველო.
1 საათი
201-ე ოთახი
9
18.11.19
დასავლეთ რომის იმპერია და მისი დაცემა.
1 საათი
201-ე ოთახი
10
25.11.19
აღმოსავლეთ რომის იმპერია-,,ბიზანტია“
1 საათი
201-ე ოთახი






   18 ნოემბრის შეხვედრაზე  წრის წევრებმა მიმოიხილეს რომაული ეპოქა და რომის იმპერიის როლი წელთაღრიცხვების მიჯნაზე. ისუბრეს რომაული სახელმწიფოს წყობასა და სამართალზე. შეხვედრა საინტერესოდ შედეგიანად წარიმართა.






25 ნოემბერი - წრის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს ბიზანტიის იმპერიის შექმნის წინაპირობები,მისი განვითარება და როლი მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში.

















               

Комментариев нет:

Отправить комментарий